Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






თრეიდერი

                                               პროფესია–თრეიდერი(trader)

   თრეიდერი – ადამიანი, რომელიც ბირჟებზე ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებს.

   სად არის ბირჟები – მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები–ამერიკა, ევროპა, აზია.

   სამუშაო პირობები – სახლი ან ოფისი, კომპიუტერი, ინტერნეტი,ხელშეკრულება ბროკერთან, ცოდნა.

   რა მოეთხოვება თრეიდერს – თრეიდერი ყიდულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს, კერძოდ– აქციები, ობლიგაციები, ვალუტა, ნედლეული(ნავთობი, ოქრო,      კაკაო, შაქარი და სხვა) ერთადერთი მიზნით–შექმნას შემოსავალი.

   რა არის საჭირო თრეიდერის პროფესიის დასაუფლებლად – თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თრეიდერის აზროვნების ჩამოყალიბება.

   შესაძლებელია ყველა დაეუფლოს თრეიდერის პროფესიას – არა. სწორედ ამიტომ გასაუბრების და ტესტირების გავლის შემდგომ რჩეულებს      ჩაუტარდებათ თრეიდერთა მოსამზადებელი კურსები. 

საბირჟო საქმიანოის სემინარი    გადმოწერა


პროფესიონალი თრეიდერი-მუშაობს ფინანსურ ორგანიზაციაში(ბანკი, საინვესტიციო ფონდი,საბროკერო კომპანია) და ასრულებს გარიგებებს კომპანიის და კლიენტების ფინანსებით და ინტერესებით.

დამოუკიდებელი თრეიდერი-ასრულებს გარიგებებს საკუთარი ფინანსებით და ინტერესებით.


                                                          თრეიდერები გარიგებების ხანგძივობის მიხედვით


დეითრეიდერი-ასრულებს გარიგებებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. დღის ბოლოს ხურავს ყველა გახსნილ პოზიციას.

სკალპერი-დეითრეიდერი, რომელიც ასრულებს დიდი რაოდენობით გარიგებებს დღის განმავლობაში.

პოზიციური თრეიდერი-ასრულებს გარიგებებს, რომელთა ხანგძივობა არ აღემატება რამოდენიმე დღეს.

მოკლევადიანი ინვესტორი-ასრულებს წელიწადში რამოდენიმე გარიგებას.

გრძელვადიანი ინვესტორი-მისი გარიგების ხანგძივობა წარმოადგენს რამოდენიმე წელს.

                                                             

                                                           როგორ გავხდეთ წარმატებული თრეიდერი


>ყველაზე მეტი წარუმატებელი თრეიდერი არის დეითრეიდერი,სკალპერი და პოზიციური თრეიდერი. მათ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა და პრაქტიკა.


>წარუმატებელი თრეიდერები გამოიყენებენ რთულ სისტემებს და მეთოდოლოგიებს. წარმატებული თრეიდერი გამოიყენებს მარტივ სისტემებს, რომლებიც არსებულის მოდიფიცირეულია ან მათ მიერ შექმნილი. არსებობს მცდარი აზრი, რომ რაც უფრო რთულია  მით უკეთესია. მარტივი სისტემები უფრო პრაქტიკულია. არ აქვს მნიშვნელობა რთულია თუ მარტივი ვაჭრობის მეთოდი, მთავარია ის პრაქტიკაში მომგებიანად მუშაობდეს. 


>წარუმატებელი თრეიდერები ძირითადად სარგებლობენ კომპიუტერეული მოდლებით და ინდიკატორებით. მათ არ აქვთ წარმოდგება ამ მოდელების  მათემატიკურ საფუძვლებზე. წარმატებულ თრეიდერებს ესმით და გააზრებული აქვთ ამ მოდელების და ბაზრის(ფორექსი,საფონდო ბირჟა) მექანიზმის არსი დეტალებში. 


>წარუმეტებელი თრეიდერები ბევრ დროს ხარჯავენ იმის ანალიზზე თუ ხვალ სად იქნება აქციის ან ვალუტის(Currency) კურსი. წარმატებული თრეიდერი მეტ დროს ხარჯავს იმაზე თუ რა რეაქცია ექნება მიმდინარე მოვლენებზე და ამის შესაბამისად გეგმავს სტრატეგიას(Strategy). თუ თრეიდერი შეძლებს მასას უპასუხოს მოქნილი სამოქმედო გემით, მაშინ მოგების(Profit) შესაძლებლობა იზრდება. წარმატებული თრეიდერი ვერ გეტყვით თუ სად წავა ხვალ ბაზარი(Market), მაგრამ  იმ გაყვება იმ იმართულებას რომელიც იქნება ხვალ. პასუხი შეიძლება დაუსაბუთებლად ჩანდეს, მაგრამ მოწმობს,  რომ თრეიდერი ყურადღებით აკვირდება ბაზრის მოძრაობას.


>წარუმატებელი თრეიდერი კონცენტრირებულია მომგებიან გარიგებებზე, წარმატებული თრეიდერი კი დიდ ყურადღებას უთმობენ წამგებიან გარიგებებს და რისკი-შემოსავლიანობის(risk of Profit) თანაფაერდობას. ბევრად მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება მივაქციოთ რისკს ვიდრე მოგებას. წარმატებულმა თრეიდერმა იცის რამდენი მოგება და წაგება შეიძლება მიიღოს.


>წარუმატებელი თრეიდერისთვის ხშირად შეუძლებელია ემოციების კონტროლი. წარმატებული თრეიდერი კი აცნობიერებს და ამის შემდეგ ახორციელებენ ბაზრის ანალიზს. თუ თრეიდერი ემოციებით ახორციელებს გარიგებებს, არ შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულია და რაციონალური. 


>წარუმატებელი თრეიდერი შებყრობილია იმით, რომ აღმოჩნდეს მართალი. მათ უყვართ ეიფორია, ადრენალინი. ისინი აკვირდებიან ბაზარს 24 საათის განმავლობაში. წარმატებული თრეიდერი ათვითცნობიერებს ემოციებს და არ აძლევს უფლებას საკუთარ თავს მოექცეს ემოციის გავლენის ქვეშ. ისინი არ უყურებენ მონიტორს მუდმივად. ისინი არ ცდილობენ ყოველთვის იყვნენ მართალნი. წარმატებული თრეიდერი უყურებს მიმდინარე მოვლენებს როგორც ინტელექტუალურ პროცესს. მთავარია ბაზართან სინქრონულობა. წარმატებული თრეიდერისთვის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე ჩქარი რეაგირება სამუშაო პროცესია და არა უაზროდ დროის ხარჯვა.


>როცა წარუმატებელი თრეიდერი წააგებს(Lose), ის ყიდულობს ახალ წიგნს ან სისტემას და იწყებს თავიდან მუშაობას. წარმატებული თრეიდერი აკეთებს ანალიზს მომხდარზე, აკეთებს საკუთარი მეთოდოლოგიის კორექტირებას  მიღებული ინფორმაციიდან გათვალისწინებით. ის არ ცვლის სავაჭრო სისტემას(Trading System) და მას ცვლის მხოლოდ მაშინ თუ დარწმუნდა, რომ ძველმა სისტემამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები.  წარმატებული თრეიდერები გამოიყენებენ ბაზრის სტრუქტურასთან ადაპტირებულ სისტემებს. ამ სისტემების მომგებიანობა დამტკიცებულია დროში. უმჯობესია ერთი ნაკლებად მომგებიანი სისტებით მუშაობა ვიდრე პერიოდულად ახალ სისტემებზე გადასვლა.


>წამგებიანი თრეიდერები მიბაძავენ მომგებიან თრეიდერებს და ცდილობენ მათ მიბაძვას. წარმატებული თრეიდერები ეცნობიან ახალ სისტემებს, თუმცა გამოიყენებენ იმ შემთხვევაში თუ თუ ეს თანხვედრაში საკუთარ მიდგომასთან. თრეიდერის პიროვნება, ცოდნა და საკუთარი სისტემა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა თრეიდერების მიღწევები.


>წარუმატებელი თრეიდერები ხშირად არ სარგებლობენ იმ ფაქტორებით რაზეც დამოკიდებულია  მოგების მიღება


>წარუმატებელი თრეიდერები აღიქვამენ ყველაფერს ძალზე სერიოზულად და არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა. წარმატებული თრეიდერები კი ყველაზე მხიარული ხალხია. ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებია საკუთარ სამუშაოს, მაგრამ  ყოველთვის მზად არიან იცინონ საკუთარ თავზე. წარმატებული თრეიდერისთვის თრეიდინგი მოწოდებაა. 































































































































































































































































































































































.

ბირჟებზე მიმოქცევაში მყოფი კომპანიების მაღალლიკვიდური ფასიანი ქაღალდები ადგენენ საბირჟო ინდექსს.
განსაზღვრულია ინდექსში შემავალი კომპანიების რაოდენობა.
D&J Industrial   30  
კომპანია
S&P 500          500
კომპანია
NASDAQ 100    100
კომპანია
NIKKEI 225      225
კომპანია
FTSE 100         100
კომპანია
DAX                  30
კომპანია

D&J
ისტორიაში მნიშვნელოვანი ზრდის და კლების დღეები:
თარიღი                        %
1933, 15
მარტი           15,34
1931,   6
ოქტომბერი    14,87
2008, 13
ოქტომბერი    11,08
2008, 28
ოქტომბერი    10,88
1987, 19
ოქტომბერი   –22,61
1929, 28
ოქტომბერი   –12,82
2008, 15
ოქტომბერი   –7,87
2008, 29
სექტემბერი
  –6,98

ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS