Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






ფიუჩერსები

ფიუჩერსები, ოფციონები, ფორვარდები, CFD(დერივატივები)–სპეკულანტის ძირითადი ინსტრუმენტები.

 

ფიუჩერსული კონტრაქტი–საქონლის(ფინანსური აქტივის) ყიდვის ან გაყიდვის კონტრაქტი, სადაც  მიწოდება ხორციელდება მომავლის თარიღით. ფიუჩერსული კონტრაქტი ითვალისწინებს დადგენილი სახის მკაცრად განსაზღვრული საქონლის რაოდენობას, რომელიც მიეწოდება ზედნადები ან სატრანსპორტო ხარჯების განსაზღვრული პირობებით.

 

ოფციონური კონტრაქტი–კონტრაქტი, რომელიც პრემიის სანაცვლოდ მყიდველს აძლევს უფლებას(ვალდებულების გარეშე) იყიდოს ან გაყიდოს ფინანსური აქტივი  გარკვეული თარიღისთვის ოფციონის გამყიდველთან შესრულების ფასად

 

ფორვარდული კონტრაქტი–კონტრაქტი, რომლის თანახმად მყიდველი და გამყიდველი  თანხმდებიან  გარკვეული რაოდენობის და ხარისხის საქონლის ან ვალუტის მიწოდებაზე  მომავალში განსაზღვრული თარიღისთვის.

 

დეპოზიტარული ხელწერილი–დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფასიანი ქაღალდები  მოთავსებულია ბანკის დეპოზიტარში შესანახად.

 

კონტრაქტი სხვაობაზე( Contracts  For  Difference-CFD)-წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა აქციებით და ინდექსებით ვაჭრობაში მონაწილეობას. დერივატივების ეს ფორმა არ იძლევა ძირითად ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლებას, ასევე აქციების ემიტენტის კორპორაციულ საქმიანობაში მონაწილეობას უფლებას.

 

ვარანტი–ფასიანი ქაღალდი, რომელიც მის მფლობელს აძლევს გარკვეული რაოდენობის აქციების ყიდვის  უფლებას  მომავალის განსაზღვრული  თარიღისთვის და შეთანხმებული ფასით

















































































































































































































































































































































































ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS