Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






რა არის დივიდენდი. როგორ მივიღოთ აქციებზე დივიდენდი


დივიდენდი(Dividend)არის მოგება, რომელსაც ანაწილებს სააქციო საზოგადოება თავის აქციონერებზე წლის მუშაობის შედეგებით.

უმეტეს შემთხვევაში აქციების შეძენის მიზანი არ არის დივიდენდების მიღება. ხშირად აქციებს ყიდულობენ იმ მიზნით, რომ დროის განმავლობაში  მისი საბაზრო ღირებულება გაიზრდება. აქციებზე ფასების ზრდა ხშირ შემთხვევაში მრაველჯერ ჭარბობს  შემოსავალს დივიდენდებისგან. შეიძლება მზარდმა კომპანიამ არ გასცეს დივიდენდი და მოგების დაბანდება განახორციელოს ბიზნესის განვითარებაში. ასეთი კომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება. 

დივიდენდური შემოსავლიანობა ზირითადად მერყეობს 4-10% ფარგლებში.

დივიდენდური შემოსავლიანობა განისაზღვრება როგორც აქციაზე დივიდენდის შეფარდება მიმდინარე საბაზრო ფასთან გამრავლებულს 100% ზე. რაც უფრო ძვირად ვყიდულობთ აქციას მით მცირეა დივიდენდური შემოსავლიანობა.

დივიდენდების საერთო რაოდენობა განისაზღვრება მოგების გარკვეული პროცენტით გადასახადების გადახდის შემდგომ. 

აქციებისგან დივიდენდის მისაღებად არაა საჭირო მათი მთელი წლის განმავლობაში შენახვა. საჭიროა აქციონერთა რეესრტის დახურვის დღეს ვიყოთ აქციის მფლობელი. 

ზოგჯერ აქციონერთა რეესტრის დახურვის შემდეგ აქციის ფასი კლებულობს.

თუ თქვენ ხართ რეესრტის დახურვის დღისთვის აქციის მფლობელი, მოგივათ მოსაწველი აქციონერთა კრებაში მონაწილეობისთვის. 

კერძო აქციონერებს დივიდენდი დაერიცხებათ მათ საბანკო ანგარიშზე, კომპანიის სალაროში, საფოსტო გზავნილით.  დივიდენდების გაცემა შეიძლება გაიწელოს რამოდენიმე თვე. 


ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS