Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






როგორ გავყიდოთ აქციები


აქციები შეიძლება მიეყიდოს(Sell) პირდაპირ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მოსახლეობისგან სხვადასხვა აქციების შესყიდვას. ამ შემთხვევაში აქციის ფასი შესაძლოა უფრო დაბალი იყოს ვიდრე საბირჟო,საბაზრო ფასი(Market Price).

მეორე ვარიანტი-აქციები შეიძლება გაიყიდოს ბირჟაზე საბაზრო ფასად. ამ შემთხვევაში ბროკერს(broker) გადავუხდით საკომისიოს.

აქციის გასაყიდად საჭიროა ბროკერთან დაიდოს ხელსეკრულება(Brokerage Agreement). პირად საკუთრებაში მყოფი აქციის გადაცემა უნდა მოხდეს პირადი ანგარიშიდან ბროკერის ანგარიშზე. ამის შემდგომ ნებისმიერ დროს შეიძლება აქვიის გაყიდვა ბირჟაზე საბაზრო ფასად ინტერნეტის საშუალებით ან ბროკერის თრეიდერის(broker trader) მეშვეობით.

კუთვნილი თანხის მიღება შეიძლება საბროკერო კომპანიაში ან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით.




ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS