Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






როგორ ვიყიდოთ აქციები


დღეს ბირჟებზე(Exchange) აქციებს ყიდულობენ ინტერნეტის საშუალებით.

პრაქტიკულად ყველა გარიგება ხორციელდება ინტერნეტ-ტერმინალების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენენ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, სადაც ხორციელდება ბირჟებზე დაკვირვება და ყიდვა-გაყიდვისთვის გარიგებების ფორმირება.

ინდივიდუალურ ინვესტორს(Investor) როგორც პროფესიონალს შეუძლია კომპიუტერის მონიტორზე დაინახოს მთელი საფონდო ბაზარი(Stock Market). ყველა აუცილებელი ინფორმაციის ტრანსლირება ხდება რეალური დროის რეჟიმში რათა ინვესტორმა შეაფასოს სიტუაცია ბაზარზე და მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილება. ბირჟაზე შეკვეთის განხორციელება ხორციელდება მყისიერად.

ბირჟაზე მოხვედრის საშუალებას იძლევა ბირჟის პროფესიაონალი მონაწილე-ბროკერი(broker), საინვესტიციო კომპანია(Investment Company), რომელსაც გააჩნია საბროკერო ლიცენზია(Brokerage License) და აკრედიტირებულია ბირჟაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ ბროკერი აძლევს კლიენტს პროგრამას-სავაჭრო ტერმინალს(Trading Terminal) და აერთებს მას საბირჟო ვაჭრობასთან.

გარიგების განხორციელება შეიძლება ინტერნეტის გარეშეც, ბროკერზე შეკვეთის გადაცემას ტელეფონის საშუალებით. ინტერნეტის საშუალებით მუშაობას დიდი უპირატესობა აქვს-ეს არის ინვესტორის მყისი რეაქცია საბირჟო მოვლენებზე, ბაზრის ონლაინ ანალიზი, ინფორმაციის მისაწვდომობა, გრაფიკების და საბირჟო მონაცემების გამოყენება ტექნიკური ანალიზისთვის(Technical Analysis). ამომწურავი საბირჟო ინფორმაცია იმყოფება ინვესტორის თვალწინ. 


ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS