Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






ფასიანი ქაღალდების ბაზარი


აქცია არის ფასიანი ქაღალდი(Securities), რომელიც ამტკიცებს მესაკუთრის წილს კომპანიაში. აქციონერს აქვს უფლება მიიღოს დივიდენდი(Dividend), ასევე მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მართვაში და მიიღოს კომპანიის ლიკვიდაციის შედეგად კომპანიის ქონების ნაწილი.
აქციის(stock) ყიდვით თქვენ ხდებით მესაკუთრე, კომპანიის თანამფლობელი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავალი(profit) დამოკიდებულია რამდენად წარმატებულად მუშაობს კომპანია. თუ კომპანია მომგებიანია მაშინ აქციის ფასი(stock price) იზრდება და შესაძლებელია კოპმანიამ აქციონერებს გასცეს მოგების ნაწილი დივიდენდის სახით.
აქციონერები მიდიან გარკვეულ რისკზე(risk) თუ კომპანია არ აღმოჩნდა მომგებიანი. აქციების ფასი შეიძლება დაეცეს და კომპანიამ არ გასცეს დივიდენდი. აქციის გამოშვება ხდება განუსაზღვრელი ვადით. აქციონერს შეუძლია გაყიდოს აქციები ბაზარზე. სააქციო საზოგადოება არაა ვალდებული გამოისყიდოს აქციები. აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით კომპანიამ შეიძლება არ გასცეს დივიდენდი. ასევე კომპანიის წამგებიანი მუშაობისას არ გაიცემა დივიდენდი.
ჩვეულებრივი აქციის მფლობელებს შეუძლიათ აქციონერთა კრებაზე ხმის მიცემით მიიღონ მონაწილეობა კომპანიის მართვაში.
აქციებით ვაჭრობენ საფონდო ბირჟაზე(Stock Exchange).


ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS