Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






საფონდო ბაზარი აქციები

                                                            საფონდო ბაზარი(Stock Market), აქციები(Stock)

1.აქციები-ეს არ არის კაზინოს ჩიპი
როცა თქვენ ყიდულობთ აქციას, ხდებით კომპანიის ნაწილის მფლობელი. ყველა აქციონერი კომპანიას კოლექტიურად ფლობს. თითოეული აქცია(Stock)მესაკუთრეს აძლევს მოგების და აქტივის ნაწილის მიღების უფლებას.

2.აქციები განსხვავებულია
აქციებს განასხვავებენ კომპანიის სიდიდით(კაპიტალიზაცია,Capitalization), ვაჭრობის აქტივობით(აქციის ლიკვიდურობა,Liquidity) ან სექტორის მიხედვით(ნავთობმწარმოებელი, მაღალტექნოლოგიური და სხვა). აქციები არის ჩვეულებრივი და პრივილეგირებური. ზოგ აქციას მოაქვს მაღალი დივიდენდი, ზოგი კი ინვესტორებისთვის საინტერესოა დიდი საკურსო ცვლილების თვალსაზრისით.

3.აქციების ფასის მოძრაობა თანხვედრაშია კომპანიის შემოსავლებთან
დროის მოკლე ინტერვალში აქციების ბაზრის მიმართულება დამოკიდებულია ენთუზიაზმზე, შიშზე, ინფორმაციაზე. დროის ხანგძლივ ინტერვალში ძირითადად კომპანიის შემოსავლები განსაზღვრავს გაიზრდება აქციების კურსი, დაიკლებს თუ უმნიშვნელოდ შეიცვლება.

3.აქციები-საკუთარი კაპიტალის ინფლაციისგან დაცვის საუკეთესო საშუალება
გასულ საუკუნეში აქციების ბაზრის საშუალოწლიური ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ინფლაციას(Inflation). აქციების შემოსავლიანობა(profit) უსწრებდა ობლიგაციების, უძრავი ქონების და სხვა ინვესტირების ინსტრუმენტების შემოსავლიანობას.

4.ცალკეული აქცია
კარგი აქცია შეიძლება გაიზარდოს მაშინაც, როცა მთელი ბაზარი კლებაშია, ხოლო აქცია აუტსაიდერი შეიძლება იკოს კლებაში მაშინაც, როცა მთელი ბაზარი ზრდაშია.

5.კარგი ისტორიული შემოსავლიანობა წარსულში არ იძლევა მომავალში მაღალი შემოსავლების გარანტიას
კომპანიის ფასის(price) ეფუძნება მომავალში კომპანიის შესაძლო შემოსავლეზე ვარაუდს. წარსულში კარგი ზრდა არ იძლება მომავალში იგივე შედეგის გარანტიას.

6.შეუძლებელია მხოლოდ აქციის ფასიდან გამომდინარე განსაზღვროთ რამდენად ძვირია აქცია
რადგანაც აქციის ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის შემოსავლებზე, $100 ღირებულების აქცია შეიძლება აღმოჩნდეს იაფი თუ კომპანია ელოდება მაღალ შემოსავლებს. ასევე $2 ღირებულების აქცია შეიძლება აღმოჩნდეს ძვირი თუ კომპანიის მომავლის შემოსავლები საეჭვოა.

7.ინვესტორები ადარებენ აქციის ფასებს სხვადასხვა მაჩვენებლებს რათა განსაზღვრონ აქციის ფასი
იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად გადაფასებულია ან დაუფასებელი აქცია, ინვესტორები ადარებენ აქციის ღირებულებას კომპანიის მოგებას,შემოსავალს, ფინასურ ნაკადებს და სხვა ფუნდამენტალურ მაჩვენებლებს. ძირითადად ადარებენ კომპანიის ეფექტურობას იგივე სექტორის კომპანიასთან. ჩქარადმზარდი სექტორის კომპანიების შეფასება განსხვავებული იქნება ნელადმზარდი სექტორის კომპანიებისგან.

8.გრძელვადიან კარგ საინვესტიციო პორტფელში შედის სხვადასხვა სექტორის ძლიერი კომპანიების აქციები
როგორც წესი საჭიროა პორტფელში იყოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის კომპანიების აქციები. თუ ერთ სექტორში არ არის ზრდა შესაძლებელია სხვა სექტორებში მოხდეს ზრდა.

9.უმჯობესია კარგი აქციების ყიდვა და შენახვა ვიდრე მოკლევადიანი აქტიური სპეკულაცია
ბროკერის(broker) მაღალი საკომისიოების გარდა აქტიური ვაჭრობისას საჭიროა ფასების მოძრაობის ყოველწუთიერი ყურადღება.






ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS