Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






ფუნდამენტალური ანალიზი


თრეიდერისთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციის(Market Trend) ანალიზის გაკეთება, შესაბამისად მომქმედი ფაქტორების გარკვევა, ასევე იმის განსაზღვრა თუ როგორ აისახება ეს ფაქტორები ბაზარზე. ფასების მოძრაობაში ჩადებულია როგორც მოგების ჩქარი მიღება ასევე საპირისპირო-ჩქარი და დიდი წაგებების შესაძლებლობა.

ფუნდამენტალური ანალიზი(Fundamental analysis) იკვლევს სიტუაციას პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსურ-საკრედიტო პოლოტიკის თვალსაზრისით.

ფუნდამენტალური ანალიზი არის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების და ქვეყნის განვითარების ფაქტორების ინტერპრეტაცია და შეფასება.

ფუნდამენტალური ანალიზის მიზანია აქტივის ნამდვილი, სამართლიანი ფასის განსაზღვრა. ფასის მიმდინარე ფასთან შედარებით ხდება დასკვნის გამოტანა გადაფასებულია თუ შეუფასებელი აქტივი.

ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტალური ანალიზით დაკავებულია სპეციალიზირებული ინსტიტუტები, რომლებიც აგროვენებ სხვადასხვა მაჩვენებლებს და ითვალოსწინებენ მათ ერთმანეთთან გავლენას მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციებთან ურთიერთკავშირში.  კერძო ინვესტორისთვის შეუძლებელია ასეთი კვლევის ჩატარება, გამომდინარე მუშაობის შრომატევადობისა და გარკვეული ინფორმაციისადმი მიუწვდომლობიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ კერძო ინვესტორებისთვის ფუნდამენტალური ანალიზის კვლევის პრაქტიკა დაიყვანება ექსპერტების(Expert) ანალიზის შეფასებამდე, იმ ექსპერტების, რომლებიც წარმოადგენენ სპეციალიზირებულ კვლევით ინსტიტუტებს. ამ მონაცემების ფაქტიურ მონაცემებთან შედარება არის სწორედ სავაჭრო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მეტწილად ეს არის ვაჭრობა ინფორმაციული ფონით. 

თუ თქვენ არ მიაღწიეთ ექსპერტის ან პროფესიონალის დონეს, ნუ გამოიყენებთ ფუნდამენტალურ ანალიზს სავაჭრო სტრატეგიაში(Trading Strategy). მოახდინეთ კონცენტრირება მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე(Technical Analysis).


ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS