Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






კაპიტალის მართვა

თრეიდერთა უმრავლესობა უგულებელყოფს რისკი-შემოსავლიანობის მნიშვნელობას.
 
რისკი შემოსავლიანობის ბალანსი დაიცავს გახსნილ პოზიციებს. მისი დანიშნულებაა თუ რამდენის მოგება ან წაგებაა შესაძლებელი კონკრეტულ გარიგებაში. რისკი-შემოსავლიანობის თანაფარდობა უნდა იყოს 1:3 და მეტი. რეკომენდებული კონსერვატიული რისკი დეპოზიტის 2% ერთ გარიგებაში. 

რისკი-შემოსავლიანობის 14 შემადგენელი:

1. ნებისმიერი დაწყებული მოძრაობა ქმნის გარკვეულ მოდელებს. დარჩით პოზიციაში რომლის განვითარება მეტი ალბათობითაა შესაძლებელი.გამოდით პოზიციიდან თუ ფასი არ პასუხობს თქვენს მოლოდინებს.

2. ნებისმიერ დაწყებულ მოძრაობას აქვს ფასების დონე, სადაც მოდელი ირღვევა. შედით პოზიციაში, როცა ფასი ახლოსაა რისკ-მიზანთან. განიხილეთ განვითარების სხვადასხვა ვარიანტები და გამოდით მოგებით შემდგომ მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეზე. 

3. ბაზრები მოძრაობს ტალღებით, ტენდენციების და კორექციების სახით. ბევრი თრეიდერი გამოდის პოზიციიდან კორექციის დროს რაც ემოციითაა გამოწვეული.

4. მიაქციეთ ყურადღება წარსულის მაქსიმუმებს და მინიმუმებს. თითოეული ასეთი დონე იქნება დაბრკოლება ფასების შემდგომი მოძრაობისთვის.

5. რისკი-შემოსავლიანობაზე დრო მოქმედებს ისე ეფექტურად როგორც ფასი. დანსაზღვრეთ პოზიციის დაკავების დრო გამომდინარე შესვლის და გასვლის ადგილიდან. 

6. თავი შეიკავეთ გაურკვეველი პოზიციებისგან და დაელოდეთ პოზიციის გახსნის უკეთეს პირობებს. როცა ბაზარი არაფერს გვთავაზობს, მაშინ საუკეთესო პოზიციაა ვიყოთ გვერდზე. 

7. გაუკეთეთ ანალიზი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. გაითვალეთ რამდენს წააგებდით თუ შეცდებით და ამის შემდგომ დაიწყეთ ვაჭრობა.

8. აქციების ყურადღებიტ არჩევა უკეთ აკონტროლებს რისკებს ვიდრე ნებისმიერი წაგების შემზღუდველი სისტემა. 

9. ყველა თრეიდერს გააჩნია რისკების მიმართ თავისებური დამოკიდებულება. დააკვირდით თქვენს ინდივიდუალურ დამოკიდებულებას რისკის მიმართ. ემოციის შემთხვევაში შეამცირეთ რისკი.

10. არასდროს გახსნათ პოზიცია თუ არ იცით სად აპირებთ დახურვას. ვაჭრობის მიზანი არ არის პოზიციის გახსნა და შენახვა. განსაზღვრეთ პოზიციის დახურვის ადგილი და როცა ფასი მიუახლოვდება ამ ადგილს დაუყოვნებლივ დახურეთ პოზიცია. 

11. ინფორმაცია არ ნიშნავს მოგებას. 

12. არ შექემნათ დროები წარმატებისთ ეიფორია. წარმატება გრძელვადიან პერიოდში მოითხობს დისციპლინას. 

13. გახსენით პოზიცია მცირე რისკით და დახურეთ დიდი რისკის დროს. ეს ემსგავსება ყიდვას მხარდაჭერის დონესთან და გაყიდვას წინააღმდეგობის დონესთან. 

14. ცუდ პოზიციებში მცირე რისკით შესვლა იძლევა მეტ მოქნილობას ვიდრე კარგ პოზიციებში დიდი რისკით შესვლა.

ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS