Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






ტექნიკური ანალიზის პოსტულატები


ტექნიკური ანალიზი(Technical Analysis)აგებულია სამ პრინციპზე

       1. საბაზრო ფასი ითვალისწინებს ყველაფერს
       2. ბაზარი ექვემდებარება ტენდენციებს
       3. ბაზარი კანონზომიერია

საბაზრო ფასი(Market Price) ყველაფერს ითვალისწინებს

ამ მტკიცებულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ფასებზე-ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური-უკვე გათვალისწინებულია ბაზრის მიერ და ასახულია ფასებში. ფასების გრაფიკის შესწავლა აუცილებელია პროგნოზირებისთვის. ახალი ინფორმაცია მომენტალურად აისახება საბაზრო ფასებში. ამიტომ არ შეიძლება მოგების მიღება ინფორმაციაზე ორიენტირებით ან წარსულში ფასების დინამიკით. ბაზრის ეფექტურობბის თეორიის დასკვნა:

   >შეუძლებელია საბაზრო ფასების დინამიკის პროგნოზირება
   >საბაზრო ფასი არის სამართლიანი მოცემული აქტივისთვის, ხოლო არასწორად შეფასებული აქტივი არ არსებობს.

ბაზრის ეფეტურობის თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება რამოდენიმე არგუმენტის მოყვანა:
> ადამიანები ინფორმაციას სხვადასხვგვარად აღიქვამენ რასაც ამტკიცებენ ფსიქოლოგების გამოკვლევები.
> სად არის გარანტია, რომ ბაზრის მიე მიღებული ინფორმაცია არის ნამდვილი და არა მცდარი.
> დროის განსხვავებულ მომენტში იერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად შეფასდება.
> ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბაზრო ფასი დროის ნებისმიერ მომენტში იყოს სამართლიანი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვირწმუნოთ, რომ საბაზრო ფასი პერიოდულად გადაკვეთს სამართლიან ფასს, რის შედეგადაც შეიძლება იყოს გადაფასებული და შეუფასებელი

მიუხედავად აზრის ეფექტურობის თეორისს ყველა ნეგატიური მომენტისა შეუძლებელია არ ვაღიაროტ მისი ქმედითობის არსებობა.
ინფორმაცია შეიძლება იყოს არასრულყოფილი, ასევე ყველა ინვესტორს არ ქონდეს წვდომა ინფორმაციაზე. 

ბაზარზე არის დროის პერიოდი, როცა ფასები მოშრაობს ერთი მიმართულებით

ადამიანს არ შეუძლია არსებოდა საზოგადოების გარეშე, ამიტომ ავლენს ტენდენციურობას რომელიც ძლიერდება მასობრივ გამოვლინებებში, მაგალითად ბაზარზე. მეორე პოსტულატი ამტკიცებს  ტრენდულ ანალიზს, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის საფუძველს.
ფასების მოძრაობის ტენდენციურობა ვარაუდობს შემდეგ შედეგებს:
   > მოქმედი ტრენდი მეტი ალბათობით გაგრძელდება ვიდრე შეიცვლის მიმართულებას
   > ტრენდი იმოძრავებს ერთი და იგივე მიმართულებით სანამ არ შესუსტდება

შედეგი:ივაჭრეთ ტენდენციის მიმართულებიტ სანამ ეს ტენდენცია არსებობს. გამოყოფენ ტრენდის 3 ტიპს.

   > ხარების ტრენდი-ფასები მოძრაობს ზემოთ
   > დათვების ტრენდი-ფასები მოძრაობს ქვემოთ
   >გვერდითი ტრენდი -ფასები მოძრაობენ არც ზემოთ და არც ქვემოთ. ასეთ მოძრაობას ეწოდება ფლეტი(flat). ხანგძლივი ფლეტი არის ფასების ძლიერი მოძრაობის წინაპირობა.

ბაზარი კანონზომიერია-ისტორია მეორდება

თუ გვჯერა საბაზრო კანონების არსებობის, მაშინ შესაძლებელია მისი ვარაუდი მომავალშიც. ეს გვაძლევს საფუძველს  ველოდოთ აღმოჩენილი კანონზომიერების განმეორებას. წესები რომლებიც მოქმედებდენ წარსულში, ასევე იმოქმედენებ აწმყოში და მომავალშიც. სწორედ ეს მტკიცებულება გვაძლევს საფუძველს განვახორციელოთ არა მარტო ტექნიკური, არამედ სტატისტიკური ანალიზი, რადგან თითოეული აგებს საკუთარ დასკვნებს წარსულის ინფორმაციაზე.
                              



ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS