Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






ტრენდის მოდელები

ტრენდის ხაზების(Trend lines) და მოდელების ანალიზის დაწყებამდე დავიმახსოვროთ მუშაობის ძირითადი წესი-ტრენდი თქვენი მეგობარია(Trend is your friend). თუ აპირებთ ტრენდის საწინააღმდეგოდ გარიგების გაკეთებას მაშინ იყავით მზად მოულოდნელობებისთვის. 

                                                     ტრენდის საწინააღმდეგოდ ნუ იმუშავებთ

როცა პოზიციის გახსნა ხდება ტრენდის მიმართულებით მაშინ როცა ტრენდი სრულდება, მიდიხართ დიდ რისკზე, რომ შესაძლებელია აღმოჩნდეთ წამგებიან ინვესტორთა რიგებში. ტრენდის ხაზების და მოდელების  ანალიზის მთავარ ამოცანას წარმოადგენს როგორც ტრენდის მიმართულების გარკვევა, ასევე ტრენდის ხანგძივობის ციკლის გარკვევა.

აღსანიშნავია რამდენიმე წესი:
     > ძლიერი ტრენდისთვის არ არის მტკიცებულება საჭირო.
     > საშუალო ძალის ტრენდისთვის საჭიროა ერთი მაინც მტკიცებულება
     > სუსტი ძალის ტრენდისთვის საჭიროა არ ნაკლებ ორი მტკიცებულება

ტრენდის ხაზის მიმართულების გასარკვევად საჭიროა შემდეგი ინდიკატორების ანალიზი:

     > კლასიკური ტრენდის ხაზები და მოდელები
     > საშუალოების დინამიკა
     > ინდიკატორი +/-DM

ანალიზის შემდგომ უნდა მოხდეს მცდარი სიგნალების უარყოფა, რაც გვაძლებს საშუალებას შევაფასოთ ტრენდის მიმართულება და მისი არსებობის ციკლი. 

ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS