Somatoza trading center  

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  აქცია,ფიუჩერსი,დივიდენდი 






აქციები

აქციები და ობლიგაციები–ინვესტორის ძირითადი ინსტრუმენტები

 

ობლიგაცია–საემისიო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ამტკიცებს მისი მფლობელის უფლებას მიიღოს ემიტენტისგან განსაზღვრულ დროში მისი ნომინალური ღირებულება ან სხვა ქონებრივი ექვივალენტი. ობლიგაცია  შეიძლება ითვალისწინებდეს მისი მფლობელის  უფლებას  მიიღოს ნომინალური ღირებულების ფიქსირებული პროცენტი ან სხვა ქონებრივი უფლებები. ობლიგაციისგან შემოსავალს წარმოადგენს პროცენტი ან დისკონტი.

 

ობლიგაციებში ინვესტიციების მახასიათებლები:

1.დაბალი რისკი

2.დაბალი შემოსავალი

3.ობლიგაციებში წარმატებული ინვესტიციები მოითხოვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის და სავაჭრო სისტემებთან მუშაობის მინიმალურ ცოდნას.

 

აქცია–საემისიო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ამტკიცებს მისი მფლობელის(აქციონერის) უფლებას სააქციო საზოგადოების მოგების ნაწილის მიღებაზე  დივიდენდის სახით, სააქციო საზოგადოების მართვაში მონაწილეობაზე და ასევე ქონების ნაწილზე, რომელიც მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩება. აქცია სახელობითი ფასიანი ქაღალდია.

 

აქციებში ინვესტიციების მახასიათებლები:

1.მაღალი რისკი

2.მაღალი შემოსავლიანობა

3.აქციებში წარმატებული ინვესტიციები მოითხოვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის  და ტექნიკური ანალიზის კარგ ცოდნას.

4.აქციებში წრმატებული ინვესტიციები მოითხოვს სავაჭრო სისტემებთან მუშაობის ცოდნას.
































































































































































































































































































ВебСтолица.РУ: создай свой бесплатный сайт!  | Пожаловаться  
Движок: Amiro CMS